უკრაინის პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ნდობას კარგავს - ამის შესახებ „ლე მონდი“ წერს
უკრაინის პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ნდობას კარგავს - ამის შესახებ „ლე მონდი“ წერს. ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა გააცნობიერეს, რომ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტის მისაღებად მანიპულირება ხდებოდა. რადის დეპუტატები ამბობენ, რომ 22 ივლისს პარლამენტში დაუყოვნებლივ მისვლა და კანონპროექტის მხარდაჭერა აიძულეს, ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ფონზე კი შემდეგ ამავე კანონის უკან გახმობაზე მიაცემინეს ხმა.
