კრემლში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა
კრემლში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა. მედიის ცნობით, საუბარი 3 საათს გაგრძელდა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, რომ გაიმართა კონსტრუქვციული საუბარი. მხარეებმა კონკრეტული გზავნილები გაცვალეს უკრაინის საკითხთან დაკავშირბეით. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში უკრაინაში სამშვიდობო პროცესის განსახილველად ჩავიდა. დონალდ ტრამპმა კრემლს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადა 8 აგვისტომდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რუსეთს სანქციებით დაემუქრა.
