პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება
პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება. პრეზიდენტის ინაუგურაცია პოლონეთის სეიმის შენობაში გაიმართა. ფიცის დადების შემდეგ ნავროცკიმ საინაუგურაციო სიტყვა წარმოთქვა. პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკა; თქვა, რომ პოლონეთი უარს ეტყვის არალეგალურ მიგრაციას, ვარშავა უარს იტყვის ევროზე და გააძლიერებს ევროვნულ ვალუტას - ზლოტს. ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთს სურს იყოს ევროკავშირის წევრი, თუმცა ისე, რომ შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა და სუვერენიტეტი. კაროლ ნავროცკიმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2 ივნისს გაიმარჯვა.
