მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ დასრულდა
მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ დასრულდა. დახურვის ოფიციალური ცერემონია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სწავლებაში მონაწილე ტექნიკაც. მრავალეროვნული სწავლება საქართველოში მეთორმეტედ ჩატარდა.
