ინფრასტრუქტურის მინისტრი შიდა ქართლში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი შიდა ქართლში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. რევაზ სოხაძე გორსა და ქარელში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად იმყოფებოდა. სოფელ დვანში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც 100 აღსაზრდელს მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტის სკოლამდელი დაწესებულებები აშენდება სხვა სოფლებშიც.
