თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს
თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს. კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქემ ვაუჩერის მისაღებად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, განაცხადებების მიღება კი სექტემბრიდან დაიწყება.