ნინო დათაშვილისთვის დანიშნული ექსპერტიზა - შეფასებები
მმართველი გუნდის შეფასებით, ნინო დათაშვილისთვის დანიშნული ექსპერტიზა ბრალდებულის უფლებადამცველებმა და ოპოზიციონერებმა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქციეს. საკითხთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა პროკურორმა. დავით ყაზარაშვილი აღნიშნავს, რომ ნინო დათაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია არა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით, არამედ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე. კომენტარს არ აკეთებს ნინო დათაშვილის ადვოკატი.