ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
