უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მსოფლიო რეიტინგი მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საზოგადოებისათვის ყველაზე უსაფრთხო გარემო სინგაპურშია, ევროპაში კი პირველი ადგილი ისლანდიამ დაიკავა. მონაცემებით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 25-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 ადგილზეა. ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ასევე ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, იპონიას, ესპანეთს, შვედეთს, ირლანდიას, ლატვიას, ავსტრიას, მონტენეგროს, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, ლიეტუვას, ბელგიას, სლოვაკეთს.
