ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივ დეკლარაციას სწავლობს
ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივ დეკლარაციას სწავლობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის მიზანია, დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ანტიკორუფციული ბიუროს განცხადების მიხედვით, ასევე მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულობებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით. ფიშერ-ხაზარაძის სკანდალზე შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.
