საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ტრენერთა კორპუსის გადამზადება დაიწყო
საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ტრენერთა კორპუსის გადამზადება დაიწყო. ცესკოს ინფორმაციით, სწავლებას 279 ადამიანი გაივლის. გადამზადებული ტრენერები შემდგომ ეტაპზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, ინტენსიურ ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ. ტრენერთა ტრენინგი 17 აგვისტომდე გაგრძელდება. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა გახსნეს.
