პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართავს. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია და ამოქმედდა შესაბამისი რეგულაციები. წარსულის გათვალისწინებით კი, პირველი კანონმდებელი ელჩებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესში, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ქართველი ხალხის უფლებას უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი.