პრემიერ-მინისტრი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ თორნიკე ნოზაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. თორნიკე ნოზაძე 2024 წლიდან ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას იკავებდა. 2019-ტ 2022 -რ წლებში იყო ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2018-2019 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს.
