პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის ელჩის როლს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში.
