თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას, განხილვის პროცესში მყოფი, მშენებლობა დასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მიღების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაავალა
თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას, განხილვის პროცესში მყოფი, მშენებლობა დასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მიღების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც 10 000-მდე ოჯახს ეხება.
