ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 31 ქვეყანაში საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია დაიწყო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 31 ქვეყანაში საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ვარშავასა და პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აეროპორტები, ცენტრალური მოედნები საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით უკვე ბრენდირებულია.
