მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ბიურო პარლამენტის ყოფილი წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს ატარებს, იმ მიზნით, რომ დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
