შეხვედრა პრეზიდენტთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. მხარეებმა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან იოსელიანმა აპარატის მუშაობის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და პრეზიდენტს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.