ორგანიზებული ფინანსური დანაშაული
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით, მოტყუებით, ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დააკავეს. ბრალდებულებმა, დანაშაულის შენიღბვის მიზნით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე კომპანიები დაარეგისტრირეს და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ურთიერთშორის გაწერეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციები და ჯართი.

სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები