ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ლევან ხაბეიშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ლევან ხაბეიშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, სიცრუეა, თითქოს სანქცირებული საწვავით დატვირთული გემი ბათუმის პორტიდან გაიპარა. შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის წევრი ამჯერადაც ტყუილით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.