პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ბულგარეთში ნოემბერში დაგეგმილ გენერალური ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით. საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბელის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. შეხვედრაზე აღინიშნა შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, რაც შუა დერეფნის პოტენციალის რეალიზებას უწყობს ხელს.