პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ირაკლი კობახიძე თურქმენეთში მიმდინარე გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა ეხებოდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, ქვეყნის - როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის - როლს. ანუკი ჩხიკვაძე გვიერთდება თურქმენეთიდან.

სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები