ამერიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი მიიჩნევს, რომ ამერიკის კონგრესმა მის მიერ მომზადებული „ბავშვთა უდანაშაულობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დროულად უნდა მიიღოს
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ კანონპროექტი გაამყარებს დონალდ ტრამპის განკარგულებას და სამუდამოდ აიკრძალება ბავშვთა სქესის შეცვლის ოპერაციები. გრინი აცხადებს, რომ კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ გამოცხადდება სქესის შეცვლის მიზნით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
