ბლუმბერგის ცნობით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ორგანიზაციაში მასშტაბური ცვლილებები დააანონსა
გამოცემის ცნობით, იგეგმება გაეროს ბიუჯეტის 700 მილიონი დოლარით შემცირება და 3 ათასზე მეტი თანამშრომლის დათხოვნა. ბლუმბერგი წერს, რომ ორგანიზაციის რეფორმა შეერთებული შტატების მიერ გაეროს დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.