დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებით, იუ ეს USAID-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, დიპ სტეიტის აპარატის შემადგენელი ნაწილია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟის თქმით, დიპ სტეიტის განადგურებას სწორედ ის გარემოება ართულებს, რომ მასში უამრავი ცუდი მოქმედი პირია ჩართული. ამ თემაზე დონალდ ტრამპ უმცროსი თავის პოდკასტში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ ჩინოსანს - მაიკ ბენცს ესაუბრა. ბენცმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, უცხო ქვეყნებში არასასურველი მთავრობებისა თუ კანონების შეცვლა დიპ სტეიტის ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა.
