რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, სახელმწიფო ტყეში 50 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა აუდიტისა და ტყით სარგებლობის დეპარტამენტების თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, სახელმწიფო ტყეში 50 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 7 ათას ლარზე მეტი შეადგინა. ცხრა ადამიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
