განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატებს წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს მინისტრის სახელობითი სტიპენდია გადასცა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატებს წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს მინისტრის სახელობითი სტიპენდია გადასცა. სტიპენდია 300 ევროს ოდენობით გადაეცა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2025-2026 წლის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების საუკეთესო შედეგის მქონე სტიპენდიატს ვალერი არავიაშვილს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლა 249 ახალგაზრდას დაუფინანსა.
