სამძიმარი
92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. ლეგენდარულ რეჟისორს მიღებული აქვს არაერთი პრემია და ორდენი, მათ შორის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. რეჟისორის გარდაცვალების გამო ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები თანაგრძნობას უცხადებენ რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და საზოგადოებას. სამძიმრის წერილი გაავრცელეს ხელისუფლების პირველმა პირებმა.