მმართველი გუნდი შვედეთის ელჩისგან შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე განმარტებებს ითხოვს
მმართველი გუნდი შვედეთის ელჩისგან შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე განმარტებებს ითხოვს. საუბარია ულფ კრისტერსონის პოზიციაზე. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინაში ერთნაირ სქესიან წყვილებს ქორწინება არ შეუძლიათ, ამ თემის სრული სამართლებრივი დაცვა კი მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის.
