92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა
92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. მისი შემოქმედება მრავალ უნიკალურ ნამუშევარს მოიცავს. ლეგენდარულ რეჟისორს მიღებული აქვს არა ერთი პრემია და ორდენი, მათ შორის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. რეჟისორის გარდაცვალების გამო ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები თანაგრძნობას უცხადებენ რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას. სამძიმრის წერილი გაავრცელეს ხელისუფლების პირველმა პირებმა.