ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები, სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებენ რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ ქართველ საზოგადოებას
ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები, სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებენ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ ქართველ საზოგადოებას. „ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის.“ - აღნიშნულია სამძიმრის წერილში. კინორეჟისორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ პრემიერ მინისტრი და თბილისის მერი.