სამხრეთ ტაივანში ძლიერი წვიმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 6 ათასამდე ადამიანი კი ევაკუირებულია
კუნძულზე კვირის განმავლობაში წლის ნორმის ეკვივალენტი ნალექი მოვიდა. რამაც რიგ რეგიონებში წყალდიდობა, ზოგან კი მეწყერი გამოიწვია. ტაივანში უკვე ერთი თვეა გადაუღებლად წვიმს.
