ღამით დრონებით დაიბომბა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქი
სამიზნეში სარკინიგზო სადგური მოექცა. ოდესა კი რუსული დრონების იერიშს იგერიებდა. ქალაქის მერი აფეთქებების შესახებ იუწყება. გაფრთხილება გავრცელდა შავი ზღვის მხრიდან დრონებით მორიგი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებაც. საჰაერო თავდასხმის განგაშია გამოცხადებული სუმის, ხარკოვის და კიევის ოლქებშიც.