ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულს, ერთ ერთ მოქალაქესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
