შემოსავლების სამსახური გერმანიის ელჩისა და ხაზარაძეების ოჯახის სკანდალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა.“ - შემოსავლების სამსახური გერმანიის ელჩისა და ხაზარაძეების ოჯახის სკანდალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტების მოკვლევა უკვე დაწყებულია. საქმე ეხება თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, 750 ი კვადრატული მეტრი ფართობის სახლს, რომელშიც გერმანიის ელჩი ცხოვრობს და მამუკა ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა. ხაზარაძეები და მათი დიპლომატი მდგმური დუმილს ინარჩუნებენ. შესაბამისად, მათგან პასუხგაუცემელია კითხვები - იხდის თუ არა ხაზარაძეების ოჯახი საშემოსავლო გადასახადს ან რა თანხად ქირაობს გერმანიის ელჩი მათგან ფართს.