საგამოძიებო კომისია
ხვალ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება. დეპუტატები დასკვნის პროექტს განიხილავენ და დაამტკიცებენ, რომელსაც კომისია საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს. ათობით გამოკითხული და სკანდალური ჩვენებები. მმართველი გუნდის ლიდერები კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.