შეხვედრა ქართულ დიასპორასთან
მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და განათლების სისტემის რეფორმირება - ეს ის საკითხებია რასთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს ესაუბრა. შეხვედრა შაორის ახალგაზრდულ ბანაკში შედგა. მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ბანაკი 5 ქვეყნიდან ჩამოსულ ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს მასპინძლობს.