შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რისი მიხედვითაც ქვეყანა, უკრაინისგან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირ სქესიანთა ქორწინების საკითხის დარეგულირებას ითხოვს - კვლავ პოლიტიკური შეფასების საკითხია. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხარო ტენდენციაა, როცა კანდიდატი ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კრიტერიუმებს უნდა მოერგონ.