ხაზარაძის ოჯახი და გერმანიის ელჩი ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობენ
ხაზარაძის ოჯახი და გერმანიის ელჩი ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობენ. საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ ხაზარაძის ადვოკატების განცხადება გავრცელდა, სადაც დადასტურებულია ფაქტი, რომ პეტერ ფიშერი ხაზარაძის მეუღლისგან ფართს ქირაობს. თუმცა იხდის თუ არა ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადს ან რა თანხად ქირაობს ელჩი ფართს - ამ კითხვებზე გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი. ხაზარაძის ადვოკატებმა აღნიშნულ კითხვებს არც ჩვენთან საუბრის დროს უპასუხეს. თქვეს მხოლოდ ის, რომ ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით დეტალები მათთვის უცნობია.
