დაჯგუფება ჰამასი პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე განიარაღებაზე უარს აცხადებს
დაჯგუფება ჰამასი პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე განიარაღებაზე უარს აცხადებს. „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ეროვნული უფლებების სრული აღდგენის გზით, პირველ რიგში დამოუკიდებელი, სრულიად სუვერენული პალესტინური სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმში იქნება“, - ნათქვამია დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
