ვარშავაში, შოპენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული
ვარშავაში, შოპენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული. საგანგებო სამსახურებმა ტერიტორიიდან ათასამდე ადამიანი გაიყვანეს. მიზეზი ჩამოფრენის ზონაში, უმეთვალყურეოდ დატოვებული, საეჭვო ჩანთა გახდა. ასეთ ვითარებაში ევაკუაცია სტანდარტული პროცედურაა, თუმცა შემთხვევამ პანიკა გამოიწვია. რამდენიმე საათიანი კვლევის შემდეგ აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
