კორუფციის საქმეში მონაწილეობის ბრალდებით სერგეი გაიდაიც დააკავეს
დრონებისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების შეძენასთან დაკავშირებული კორუფციის საქმეში მონაწილეობის ბრალდებით, „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატის, ალექსეი კუზნეცოვის გარდა, მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაიც დააკავეს. მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა ის მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
