ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მიხედვით, სოფელ წიწამურთან ილია ჭავჭავაძის ძეგლსა და ილიას მკვლელობის ადგილას აღმართულ ობელისკს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია; ილიასეულ სამოურავო შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საგამოფენო სივრცე, დაგეგმილია მუზეუმის მემორიალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია თანამედროვე მიდგომების შესაბამისად. მოეწყობა კლიმატკონტროლის სისტემა, განახლდება მუზეუმის ფასადი და შიდა კედლები; შემუშავდება მუზეუმის საგამოფენო სივრცის ახალი კონცეფცია; აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული კომპლექსი. ასევე, კეთილმოეწყობა მუზეუმის ეზო.
