გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, დანაშაულის სტატისტიკისა და გახსნის მაჩვენებელის და ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. გეკა გელაძე რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია და სასაზღვრო პოლიციის, დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
