შვედეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალური განცხადება კვლავ პოლიტიკური შეფასების საკითხია
შვედეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალური განცხადება კვლავ პოლიტიკური შეფასების საკითხია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შვედეთისთვის არა ეკონომიკური წარმატება და ევროკავშირისკენ განვლილი გზა, არამედ მნიშვნელოვანია ქვეყნებმა ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დანერგონ. ცნობისთვის, შვედეთი უკრაინისგან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირ სქესიანთა ქორწინების საკითხის დარეგულირებას ითხოვს. შესამაბისი განცხადება შვედეთის პრემიერმა უკრაინელი ლგბტ თემის წარმომადგენლების მასპინძლობის შემდეგ გაავრცელა.