შალვა პაპუაშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ეხმიანება
„ლელო“ თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის“ წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ეხმიანება. პირველი კანონმდებელი ალდეს მიმართავს კონკრეტული კითხვით, რამდენად თავსებადია მათ მორალურ საზომთან, მათ რიგებში, ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოებმაც ამხილეს.
