თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჯარის ბანაკი“ მეშვიდე როტაციას მასპინძლობს
თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჯარის ბანაკი“ მეშვიდე როტაციას მასპინძლობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები იმყოფებიან. სამედიცინო და საინჟინრო სწავლებებთან ერთად, მოსწავლეები ინსტრუქტორებისგან დეტალურ ინფორმაციას იღებენ დრონების ფუნქციონირებისა და დანიშნულების შესახებ. თეორიული სწავლების შემდეგ კი, მათ შესაძლებლობა ეძლევათ პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ. პროექტში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო.