შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს ქ.თბილისის ინკასირებისა და დაცვა- გაცილების სამსახურის ინსპექტორმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება რომელიც, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონოდ გადასცა სხვა მოქალაქეს.