„ცენზურა და კონსტიტუციური ნგრევა ახალი პოლონური რეალობაა“
ამ სათაურით სტატია გამოცემა „ევროპიან კონსერვატივმა“ გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი უკანონოდ უშლის ხელს არჩეულ პრეზიდენტს კაროლ ნავროცკის უფლებამოსილების შესრულების დაწყებაში, რაც კონსტიტუციური გადატრიალების ტოლფასია. ამასთან სტატიაში ნათქვამია რომ დონალდ ტუსკის ანტი დემოკრატიულ ქმედებებს ბრიუსელი არ იმჩნევს, რადგან ის მისი ინტერესების გამტარებელი პრემიერია. გამოცემის ცნობით, ტუსკი ცდილობს პოლონეთის მედიაზე მონოპოლიის დამყარებას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და საფრთხეს უქნმის კანონის უზენაესობას.
