ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე ახალქალაქში იმყოფებოდა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ. ამ მონაკვეთის სრულად ამოქმედება, სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს. რკინიგზის გენერალური დირექტორის ვიზიტის დროს ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება.
